რიჩარდ ბრენსონი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მილიარდერი, რომელმაც კოსმოსში საკუთარ კომპანიაში დამზადებული ხომალდით იმოგზაურა. ბრენსონის გაფრენამ ასტრონავტთა ტურიზმს კაცობრიობა კიდევ ერთი ნაბიჯით დააახლოვა.
კომპანია "ვირჯინ-გალაქტიკში" დამზადებულმა რაკეტამ სტარტი კვირას ნიუ-მექსიკოდან აიღო. საკუთრი გამოცდილების შესახებ 71 წლის ბრენსონმა კოსმოსიდან ასეთი გზავნილი გაავრცელა:
ასევე ნახეთ: კოსმოსში 2 ამერიკელი მილიარდერი 9 დღის ინტერვალით მიფრინავს"ყველა ბავშვს, მანდ, ქვემოთ, მინდა ვუთხრა: მეც ოდესღაც ბავშვი ვიყავი და ვარსკვლავებს ოცნებით შევყურებდი. ახლა ზრდასრული ვარ, კოსმოსურ ხომალდზე სხვა არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად ვიმყოფები და შევყურებ ჩვენს ლამაზ, ლამაზ დედამიწას. მეოცნებეთა მომდევნო თაობას მსურს ვუთხრა: თუკი ჩვენ ეს შევძელით, უბრალოდ წარმოიდგინეთ, თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ".
"ვირჯინ გალაქტიკის" განცხადებით, რაკეტამ კოსმოსში წარმატებით იფრინა. კვირის რეისი კომპანიისთვის რიგით 22-ე საცდელი და პირველი სრულეკიპაჟიანი გაფრენა იყო. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მსგავს გაფრენას თავისივე კომპანიის ხომალდით "ამაზონის" დამფუძნებელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსიც გეგმავს.
Your browser doesn’t support HTML5