ბრედლი მენინგის, შეერთებული შტატების არმიის რიგითი ჯარისკაცის განაჩენი დღეს გამოცხადდება
სამხედრო სასამართლო შეერთებული შტატების არმიის რიგით ჯარისკაცს, ბრედლი მენინგს, დღეს საბოლოო ვერდიქტს გააცნობს. წარმოშობით ოკლაჰომელ მენინგს 21 დანაშაულში აქვს ბრალი წაყენებული და დაახლოებით 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
მენინგმა თავი დამნაშავედ ბრალეულობათა უმრავლესობაში სცნო. წაყენებულ ბრალდებებს შორის ჯაშუშობის, კომპიუტერული მაქინაციების და 700 ათასამდე დოკუმენტის ვებგვერდ „ვიკილიკსისთვის“ გადაცემაც არის. ბევრი დოკუმენტი საიდუმლო დიპლომატიურ მიმოწერას და საიდუმლო სამხედრო ანგარიშს შეიცავს, რომელიც ავღანეთის და ერაყის ომების წარმოებას შეეხება. მენინგის ადვოკატი აცხადებს, რომ 25 წლის მენინგი მოღალატე არ არის, არამედ ის „ახალგაზრდა და გულუბრყვილო“ ადამიანია, რომელმაც ამერიკის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე „კეთილი მოსაზრებით“ საზოგადოებაში პოლიტიკური დებატების სტიმულირება გადაწყვიტა.