ჭაბურღილის დალუქვა წარმატებით დასრულდა

ჭაბურღილის დალუქვა წარმატებით დასრულდა

თეთრი სახლის განცხადებით, მექსიკის ყურეში დაზიანებული ჭაბურღილიდან გაჟონილი ნავთობი თითქმის მთლიანადაა წყლის ზედაპირიდან ამოღებული. ბრიტიშ პეტროლიუმი კი ამბობს, რომ უკანასკნელი პროცედურა, რომელიც კომპანიამ ჭაბურღილის დასალუქად ჩაატარა წარმატებით დასრულდა.

თეთრი სახლის მრჩეველმა ენერგეტიკის დარგში კაროლ ბრაუნერმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის 70 პროცენტი უკვე ამოღებულია წყლიდან.

დღეს ბრიტიშ პეტროლიუმმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჭაბურღილი წარმატებით დაილუქა. დალუქვის მეორე საფეხური მასში ცემენტის ჩასხმაა, რითაც ჭაბურღილი სამუდამოდ დაილუქება.