BP-მმა ახალი უზარმაზარი დანადგარის გამოცდა დაიწყო, რომლის მიზანია მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის შეჩერება. აშშ-ს მთავრობამ ოთხშაბათს მისცა BP-ს ამ გამოცდის დაწყების უფლება, მას შემდეგ რაც გულდასმით იქნა შესწავლილი ახალი დანადგარის უსაფრთხოება. როგორც საგანგებო მდგომარეობების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თედ ალენმა განაცხადა ამ პროცესს 24 საათი დასჭირდა.