ბოსნია-ჰერცეგოვინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, 2020 წელს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ნაჩუქარი მრავალსაუკუნოვანი უკრაინული ხატის ჩუქების საქმეზე გამოძიება დახურა. გამოძიებას უნდა დაედგინა იყო თუ არა მართლმადიდებლური უკრაინული კულტურული მემკვიდრეობის საგანძური მოპარული.
ბოსნიის საგამოძიებო უწყების განცხადებით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ხატი უკრაინიდან იყო, ან უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.
„არ მოიძებნა არანაირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ხელოვნების ნიმუში უკანონოდ იქნა გატანილი, მოპარული უკრაინის ტერიტორიიდან და რომ მას აქვს განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება. არ დადასტურდა არ ის, რომ ხატი ეკუთვნის უკრაინის ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობას და რომ მას ეროვნული ღირებულება აქვს“ - ბოსნიის მთავარი პროკურატურის ამ განცხადებას „სარაევო ტაიმსი“ ავრცელებს.
2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში მილორად დოდიკმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, სერბულ-რუსული მეგობრობის ნიშნად, 300 წლის ხატი აჩუქა.
ამის შემდეგ, უკრაინის საელჩომ მოითხოვა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ ბისერა ტურკოვიჩთან და მთავარ პროკურორ გორდანა ტადიჩთან. უკრაინის საელჩომ ხატის ქვეყანაში დაბრუნება მოითხოვა, რადგან ხატის უკანა შტამპი აშკარად ადასტურებს, რომ ეს არის ხატი, რომელიც უკრაინის კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც ქვეყნიდან გაქრა და ეკუთვნის ექსკლუზიურად უკრაინას. ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ხატი დაუბრუნა.
2021 წლის იანვარში, ბოსნია-ჰერცეგოვინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და მის ფარგლებში, რამდენიმე მოწმე გამოჰკითხა, მათ შორის, რუსეთში ბოსნია-ჰერცეგოვინის ელჩი.