ევროკავშირი ბოსნია-ჰერცოგოვინის სერბულ ერთეულს, რესპუბლიკა სპრსკას ლიდერს სანქციებით ემუქრება. ევროკავშირის განცხადებით ამის მიზეზი მილორად დოდიკის მიერ პოლიტიკური დაპირისპირების გაღვივებაა.
„თუ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, ევროკავშირს აქვს ფართო ინსტრუმენტები, მათ შორის არსებული სანქციების ჩარჩო და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვა“, - განაცხადა ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ 10 იანვარს.
ევროკავშირის გაფრთხილება მოსდევს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს. სერბული რესპუბლიკა, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინის ორი ერთეულიდან ერთ-ერთია, (ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია და რესპუბლიკა სპრსკა), ერთობის დატოვებისკენ დგამს ნაბიჯებს. ეს პოლიტიკა კი საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და დეიტონის შეთანხმებას, რომელმაც 1992-1995 წლის ომი დაასრულა.
უკანასკნელი დაპირისპირება სერბული მხარის მიერ რესპუბლიკის ეროვნული დღის აღნიშვნას მოჰყვა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურადაა ცნობილი. ის 1992 წელს ბოსნიელი სერბების მიერ საკუთარი სახელმწიფოს გამოცხადებას ემთხვევა, რასაც მხარეებს შორის ომი მოჰყვა, რომელსაც 100,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ევროკავშირმა დაგმო სპრსკას ლიდერების მხრიდან, ცერემონიაზე „ნეგატიური, დამყოფი და ცხარე“ რიტორიკა.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონმა ბოსნიელ სერბთა ლიდერს სანქციები დაუწესაბოსნია, დეიტონის შეთანხმების მიხედვით, რომელიც შეერთებული შტატების ლიდერობით იქნა მოლაპარაკებული, ეთნიკური ნიშნით არის დაყოფილი. მათ რამდენიმე საერთო ინსტიტუტი აქვთ, თუმცა ქვეყნის ცენტრალური მთავრობა სუსტი და ხშირად დისფუნქციურია. ქვეყანას სამწევრიანი პრეზიდიუმი მართავს: სერბი, ბოსნიელი და ხორვატი წევრებით.
სერბული ნაწილის ლიდერი, მილორად დოდიკი იმუქრება, რომ სერბეთი დატოვებს ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციას. მისი თქმით, ბოსნია „საერთაშორსო თანამეგობრობის ექსპერიმენტი“ და „შეუძლებელი, შეუძლებელი ქვეყანაა“.
10 დეკემბერს, ის გამოვიდა ინიციატივით, რომელიც სერბული მხარის მიერ ბოსნიის არმიის, უსაფრთხოების სამსახურების, საგადასახადო სისტემის და სასამართლოს დატოვებას მოიცავს. ინიციატივა, რომელსაც კანონმდებლებმა ხმა მისცეს, ასევე იწყებს ახალი კონსტიტუციის დაწერის პროცესს, რომელიც უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის უფლებების ჩამორთმევას ისახავს მიზნად.
უმაღლესი წარმომადგენელი, „დეიტონის შეთანხმების“ შესრულებას უზრუნველყოფს და ის დიდი უფლებებით სარგებლობს. დოდიკის სეპარატისტულ მისწრაფებებს ხელი შეუწყო ასევე, გასულ ზაფხულს, ოფისის მიერ სრებრენიცის გენოციდის უარყოფის არაკანონიერად ცნობამ. სრებრენიცის სისხლისღვრისას, სერბულმა ძალებმა 8000 მუსლიმი კაცი და ვაჟი ამოხოცეს. დოდიკი უარყოფს, რომ გენოციდს ადგილი ჰქონდა.
5 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა დოდიკს, კორუფციის და ბოსნიის სტაბილურობის წინააღმდეგ მოქმედების გამო, სანქციები დაუწესა.