ჯონსონმა პოსტი შეინარჩუნა, თუმცა პოლიტიკური გამოწვევები გრძელდება
Your browser doesn’t support HTML5
ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი საკუთარი პარტიის მხრიდან უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. გასულ კვირას მან პოსტის შენარჩუნება მოახერხა, თუმცა პოლიტიკური გამოწვევები სკანდალებში გახვეულ პრემიერს არ აკლია. პარტიის 40 %-ის და მოსახლეობის ნაწილის გულის მოსაგებად ჯონსონს მუშაობის გაგრძელება მოუწევს.