ატოცი მავთულხლართებში

Your browser doesn’t support HTML5

ატოცში რუსმა მესაზღვრეებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ეკლიანი მავთულხლართი ახლა იქ გაივლის, სადაც მანამდე მხოლოდ ლითონის ბოძები იყო. ამ ადგილას ოკუპაციის პროცესის შეჩერებას, სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ თითქმის მთელი წელია ცდილობს. ამჯერად ქართველმა სამართალდამცავებმა ეგრეთ წოდებულ ოკუპაციის ხაზთან არც სამოქალაქო მოძრაობის წევრები მიუშვეს და ჟურნალისტებსაც აუკრძალეს ადგილზე მუშაობა.