ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

აფეთქება ისრაელის საელჩოსთან

ინდოეთში, ისრაელის საელჩოს მახლობლად აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით აფეთქება დაბალი ინტენსივობის იყო, რომელმაც მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილები და ავტომობილების შუშები დააზიანა.

ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვეის დროს არავინ დაშავებულა და დაღუპულა. მომხდარიდან მალევე განცხადება გაავრცელა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყებამ განმარტა, რომ აფეთქების შედეგად არც შენობა დაზიანებულა და არც თანამშრომლები დაშავებულან.

Your browser doesn’t support HTML5

აფეთქება ისრაელის საელჩოსთან

აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ინდოეთის პრემიერ-მინისტრი საზეიმო ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

ინდოეთში, ისრაელის საელჩოს თავს 2012 წელს დაესხნენ, მაშინ ისრაელის დიპლომატის მეუღლე და მისი მძღოლი დაშავდნენ. როიტერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მომხდარის პარალელურად, თავდასხმა ისრაელის სხვა დიპლომატებზე მოხდა საქართველოშიც.