გაყიდვაში გამოდის ბობ ვუდვარდის სკანდალური წიგნი თეთრ სახლზე

დღეს გაყიდვაში გამოდის ცნობილი ავტორის ბობ ვუდვარდის წიგნი „შიში: ტრამპი თეთრ სახლში“, სადაც ის მსჯელობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების მიღების უნარზე და ზოგადად, მისი ქვეყნის ლიდერობის შესაძლებლობებზე. წიგნი ტრამპთან დაახლოებულ წყაროებთან საუბრებს ეყრდნობა.

გამომძიებელი ჟურნალისტის, ბობ ვუდვარდის წიგნი პრეზიდენტ ტრამპს და მის შესაძლებლობებს ძალიან კრიტიკულად აფასებს.

ავტორს აქამდეც ბევრი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, მათ შორისაა 7 წიგნი, რომელიც წარსულში აშშ-ის სხვადასხვა ადმინისტრაციის მმართველობას ეხება.

ყველაზე დიდი ჟურნალისტური აღიარება ბობ ვუდვარდმა 50 წლის წინ, „ვაშინგტონ პოსტში“ მსახურობისას მოიპოვა. მაშინ ვუდვარდმა თეთრი სახლში არსებულ კორუფციაზე დაწერა, რამაც საბოლოო ჯამში, შედეგად ნიქსონის პრეზიდენტობის დასრულება მოიტანა. თავად ჟურნალისტმა კი დიდი პროფესიონალური პატივისცემა და აღიარება მიიღო.