28 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა მოკავშირეებს, იზრუნონ "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებაზე, განსაკუთრებით კი ყურადღება გაამახვილონ ამ ქსელის მოკავშირეებზე აფრიკის კონტინენტზე. "ერთად მუშაობით, დიდ პროგრესს მივაღწიეთ და იმედი გვაქვს, ეს გაგრძელდება, სანამ ის არ დამარცხდება ",- თქვა ბლინკენმა შეხვედრის დაწყების წინ.
ასევე ნახეთ: ამერიკის სახელმწიფო მდივანი რომის პაპს შეხვდაიტალიაში იმართება "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებისკენ მიმართული გლობალური კოალიციის შეხვედრა.
ბლინკენის განმარტებით, კოალიციის ძალისხმევამ ხელშესახები შედეგები გამოიღო, სირიასა და ერაყში უცხოელი ჯარისკაცების შედინების შეწყვეტის ჩათვლით.
პირველმა ამერიკელმა დიპლომატმა 435 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გაცემის შესახებაც გამოაცხადა სირიელებისა და მეზობელი ქვეყნებისთვის, ვინც სირიელ დევნილებს მასპინძლობს. მისი განცხადებით, ეს თანხა მოხმარდება სურსათ-სანოვაგის, თავშესაფრის, განათლებისა და დაცვის საშუალებების შეძენას.