შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რეიკიავიკში, ისლანდიაში ჩავიდა, სადაც არქტიკის საბჭოს მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბლინკენი ისლანდიის პრეზიდენტ გადნი იოჰანსონს და პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირს შეხვდება, სადაც მხარეები განიხილავენ "ამერიკა-ისლანდიის პრიორიტეტებს კლიმატის ცვლილებების, ადამიანის უფლებების, ორმხრივი თანამშრომლობის და არქტიკის შესახებ".
ოთხშაბათს, მინისტერიალზე ბლინკენი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება. შეხვედრა ამერიკა-რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე გაიმართება. ლავროვი-ბლინკენის შეხვედრა ერთგვარი მოსამზადებელი პროცესი იქნება ივნისის თვეში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო ერთობლივი სამიტისთვის.
ასევე ნახეთ: ბლინკენი დანიაში ეკონომიკის და კლიმატის საკითხებზე მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობასსახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრა არის "რუსეთთან უფრო პროგნოზირებადი ურთიერთობის" განხილვის და "ორმხრივ ინტერესებსზე მუშაობის" შანსი.