ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ოთხშაბათს გააკრიტიკა რუსი კანონმდებლების მიერ უკრაინის ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონების დამოუკიდებლბის ცნობისკენ მოწოდება.
რუსეთის დუმამ სამშაბათს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის რეგიონების დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას სთხოოვს. ევროკავშირმა მოსკოვს უთხრა ეს ნაბიჯი არ გადადგას. უკმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონმაც.
„ამ რეზოლუციის მიღება უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას უფრო მეტად გამოუთხრის ძირს, ეს საერთაშორისო წესებს უხეში დარღვევა იქნება და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რუსეთის გაცხადებულ სურვილს, რომ გააგრძელოს დიპლომატია, კრიზისის მშვიდობიანად გადასაჭრელად“, - განაცხადა ბლინკენმა.
ასევე ნახეთ: "თებერვალში, უკრაინის წინააღმდეგ რუსული საფრთხე კრიტიკული დარჩება" - როიტერიბლინკენმა ასევე თქვა, რომ ამ ნაბიჯს შეერთებული შტატებიდან „მტკიცე და სწრაფი“ პასუხი მოჰყვება, „მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით“.
თვითგამოცხადებული ორი რეგიონის აღიარება საფრთხეს უქმნის მინსკის სამშვიდობო პროცესს. ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი იქნება „რუსეთის მთავრობის მიერ მინსკს შეთანხმებებს ვალდებულებების სრული უარყოფა“.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ჩაინიშნა“ პარლამენტის მოთხოვნა, თუმცა თქვა, რომ ეს არ იქნება შესაბამისობაში 2014-2015 წლის მინსკის შეთანხმებებთან. კომენტარი მიანიშნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ ჩქარობს აღიაროს უკრაინის ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა.
ასევე ნახეთ: რუსეთის ძალების გაყვანის მტკიცებულება არ არსებობს - ნატოამ ფონზე, რუსეთის 130,000-ზე მეტი სამხედრო კვლავ უკრაინის საზღვარზე რჩება. მოსკოვმა დაიწყო სამხედროების ნაწილის ოკუპირებული ყირიმიდან გაყვანა. დასავლეთში აცხადებენ, რომ ჯერ არ იკვეთება ნიშნები, რომ რუსეთი უკრაინის საზღვარზე თავმოყრილ სამხედრო კონტიგენტს მათ მუდმივ ბაზებზე უკან აბრუნებს.