ბირმის დამოუკიდებლობის უხუცესი ლიდერი გარდაიცვალა

კია ზაუ ბირმის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ორგანიზაციის - „30 მეგობრის" წევრი იყო
ბირმის დამოუკიდებლობის ლიდერი დევნილობაში გარდაიცვალა.

ყოფილი სამხედრო გენერალი, კია ზაუ, ოთხშაბათს, სამხრეთ ჩინეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც ბირმიდან დევნილობაში 1976 წლიდან ცხოვრობდა. ზაუ 93 წლის იყო.

კია ზაუ ბირმის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ორგანიზაციის - „30 მეგობრის" წევრი იყო და ბრიტანეთიდან აქტივისტურ მუშაობას გასული საუკუნის ორმოციანი წლებიდან აწარმოებდა.

ბირმის ყოფილმა სამხედრო ძალების შეფმა, იუ ტინ უმ, რომელიც ასევე ბირმის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, დემოკრატიული პარტიის ეროვნული ლიგის წევრის გარდაცვალება ბირმის უდიდეს დანაკლისად შეაფასა.