ბრაზილიის სამხრეთის შტატ რიო გრანდე დო სულში დადასტურდა 942 ზღვის ძუძუმწოვრის სიკვდილი, რომელიც უაღრესად პათოგენურ „ავიან ინფლუენზას“ (HPAI) ინფექციამ გამოიწვია. ეს პათოგენი სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში პირველად წელს გამოჩნდა.
ბრაზილიის ხელისუფლება ცდილობს მომაკვდინებელი ვირუსის მეფრინველეობის კომერციულ ფერმებში შეღწევა არ დაუშვას.
ასევე ნახეთ: ფრინველის გრიპი: ერთადერთი ალტერნატივა შესაძლოა მხოლოდ მზადყოფნდა იყოსდახოცილ ცხოველებს შეძლებისდაგვარად სწრაფად მარხავენ ან წვავენ, რათა ადამიანების ან სხვა ცხოველების დასნებოვნების რისკი შეამცირონ.
ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მაისში, გარეულ ფრინველში გრიპის პირველად გამოჩენისთანავე, წინმსწრები ზომების მიღებით კომერციულ ფერმებში გრიპის აფეთქების თავიდან აცილება მოახერხეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელი იყო ბრაზილიურ ექსპორტზე აკრძალვა დაწესებულიყო.
ბრაზილია მსოფლიოში ქათმის უდიდესი ექსპორტიორია.