ფრინველის გრიპის ახალი შემთხვევები

ადამიანებს შორის მომაკვდინებელი ფრინველის გრიპის ახალი შტამის გავრცელებას ადგილი არ აქვს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩინეთში ადამიანებს შორის მომაკვდინებელი ფრინველის გრიპის ახალი შტამის გავრცელებას ადგილი არ აქვს. თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ადგილი ჰქონდა დაავადების ლიმიტირებულ გადაცემას H5N1 შტამის ანალოგიურად.

H7N9 ვირუსის დაფიქსირებული 14 შემთხვევა გახდა საბაბი იმისთვის, რომ ამ პირებთან კონტაქტში მყოფი 400-მდე ადამიანი შემოწმებულიყო. ამასთან საჭირო იყო იმის დადგენა თუ საიდან მოხდა ვირუსის გავრცელება, რომელი ცხოველი გახდა ამის წყარო.