მილიარდიანი არჩევნები აშშ-ში

მილიარდიანი არჩევნები აშშ-ში

რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ოფიცილაურად განაცხადა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩვევნებში მონაწილეობის გადწყვეტილების შესახებ. საარჩევნო კამპანიის წევრები იმედოვნებენ რომ საარჩევნო მარათონისთვის ისინი რეკორდულ თანხებს მოიზიდავენ. ექპერტები თვლიან რომ ეს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული კამპანია იქნება. ლაპარაკი მილიარდ დოლარზე მიდის. ამასთან, მეტოქეებსაც იგივე რაოდენობის თანხების მოძიება დასჭირდებათ, რათა სათანადო კონკურენცია გაუწიონ ამჟამინდელ პრეზიდენტს. თუმცა ამომრჩეველთა ნაწილი მიიჩნევს რომ კამპნიისთვის მოძეიბული თანხები საარჩევნო გარემოს თავის დაღს დაასვამს

-„ ჩემის აზრით მთელი დატვირთვა ენიჭება იმას თუ ვინ უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს და შესაბამისად, გამარჯვებაც მას ერგება“

- "სისულელედ მიმაჩნია ეს ყოველივე, მაგრამ ალბათ ახლა ასე წყდება ყველაფერი.“

ნაწილობრივ ეს ესეცაა, რაც გასულ წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება. შარშან მიღებული გადაწყვეტილებით კორპორაციები არ იზღუდებიან საარჩევნოდ შეწირული თანხების სიდიდით. რაც იმას ნიშნავს რომ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ნებისმიერი თანხის გაღება.

ერთ-ერთი ამომრჩევლის განცხადებით:

- „რაც უფრო ბევრ ფულს მოიზიდავ, მით უფრო მეტი ძალაუფლება ენიჭება კორპორაციებსა და ლობისტებს. ეს კი პირდაპირ უკავშირდება დემოკრატიისა და სახელმწიფოს დასუსტებას. ჩვენ სულ უფრო ვშორდებით დემოკრატიას.“

საადვოკატო ჯგუფის - კონსტიტუციის ქმედითუნარიანობის ცენტრის დამაარსებელი დაგ კენდელი აცხადებს, რომ უზენაესმა სასამართლომ მსხვილ ბიზნესებს ხელთ დიდი ძლაუფლება ჩაუგდო.

- " მათ არ შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ხმის მიცემა, მაგრამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. ეს სავსებით მიუღებელია. მათ შესწევთ უნარი დიდძალი ფული გადაიხადონ და იქონიონ გავლენა არჩევნების შედეგებზე."

თავის მხრივ შარშან პრეზიდენტმა ობამამ უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საჯაროდ დაგმო.

- " უზენაესმა სასამართლომ გააუქმა საუკუნოვანი კანონი და შესაძლებლობები გაუხსნა უცხოურ კომპანიებსაც კი ჩაერთონ და დახარჯონ უსაზღვრო თანხები ჩვენს არჩევნებში. ვფიქრობ არჩევნების შედეგები შეერთებულ შტატებში არ უნდა განისაზღვრებოდეს მდიდარი კომპანიების ინტერესებით.“

მიუხედავად ამისა ახალი კანონის მიხედვით ობამას არ გაუჭირდება საარჩევნო კამპანიისთვის მილიარდი დოლარის მოზიდვა.

იმისათვის, რომ 2008 წელს ობამას საპრეზიდენტო არჩევენბში გაემარჯვა მან 750 მილიონი დოლარი დახარჯა. შეერთებული შტატების ისტორიაში ეს რეკორდულ ციფრად ითვლება. ხოლო ექსპერტების ვარაუდით მოახლოებულ 2012 წლის კამპანიისთვის მილიარდი დოლარის ზღვრის გადალახვას ყველაზე სწარაფად სწორდ ობამა მოახერხებს.