ოთხი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია „ეფლი“, „ამაზონი“, „ფეისბუქი“ და „გუგლი“ კანონმდებლების კითხვებს უპასუხებენ. ისინი წარმომადგენელთა პალატის იურიდიული ქვეკომიტეტის წინაშე წარდგებიან ანტიმონოპოლიურ საკითხებთან დაკავშირებით.
ეს მოსმენა უპრეცენდენტოა. ამ ოთხი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ერთად არასდროს წარმდგარმა კონგრესის წინაშე და ამ საკითხზე ეს პირველი მოსმენაა მას შემდეგ, რაც 1998 წელს ბილ გეიტსი ვაშინგტონს ესტუმრა.
ასევე ნახეთ: გუგლის თანამშრომლები 2021 წლის ზაფხულამდე შინიდან იმუშავებენმოსმენა ფედერალური და შტატის მარეგულირებლების გამოძიების ფონზე მიმდინარეობს, რომელიც შეისწავლის, ცდილობენ თუ არა ეს კომპანიები კონკურენციის ჩახშობას მათ სფეროში. კონგრესი განიხილავს, განაახლოს თუ არა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომელიც იქამდე მიიღეს სანამ ციფრული სივრცე განვითარდებოდა და ეს კომპანიები შეიქმნებოდა.
კონგრესის კომიტეტი, რომელიც უკვე ერთი წელია შეისწავლის, ამ კომპანიების შემთხვევაში, მონოპოლიებთან დაკავშირებულ საკითხებს და იმას იყენებენ თუ არა მათ ძალაუფლებას უკანონოდ, საბოლოო ანგარიშს სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს გამოაქვეყნებს. თუმცა იქამდე, შეკითხვები, რომლებსაც ქვეკომიტეტის 15 კანონმდებელი, ტექ-კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს დაუსვამს, სავარაუდოდ ასევე დაეფუძნება ამ ანგარიშის მიგნებებს.
ასევე ნახეთ: ექსპერტებს "ტვიტერის" უსაფრთხოება აშფოთებთეს ოთხი კომპანია ციფრულ სივრცეს აკონტროლებს, სადაც ბევრი ადამიანი მსოფლიოში დიდ დროს ხარჯავს, იქნება ეს სოციალური ქსელები, ვაჭრობა, მეგობრებთან და ოჯახთან საუბარი თუ მუშაობა.
მოსმენა ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით ჩატარდება. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ჯეფ ბეზოსი, "ამაზონის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, კონგრესის წინაშე წარდგება.
მოსმენების და ანგარიშის წარდგენის შედეგად, კონგრესმენების მიერ შემუშავებული კანონმდებლობა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური ინდუსტრიის მომავალზე.