თეთრი სახლი სათანადო რეაგირებით იმუქრება
Your browser doesn’t support HTML5
ვაშინგტონი აცხადებს, რომ ირანთან ომი და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია არ სურს. თუმცა, თეთრი სახლი იმასაც ამბობს, რომ ის პასუხს გასცემს თავდამსხმელებს იორდანიაში შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებზე მიტანილი იერიშის გამო, რომელსაც 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა.