პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა, მერილენდის შტატში მდებარე უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, ავღანეთში დაჭრილი სამხედროები მოინახულეს.
დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული იყო, სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილური.
ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, 15 ამერიკელ ჯარისკაცს მკურნალობენ. ისინი 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტთან, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქებისას დაშავდნენ.
ასევე ნახეთ: ომი დასრულდა - პრეზიდენტ ბაიდენის მიმართვაქაბულში განხორციელებულ თავდასხმისას, 11 საზღვაო ქვეითი, არმიის ერთი ჯარისკაცი და საზღვაო ძალების ერთი წარმომადგენელი დაიღუპა. პრეზიდენტი და პირველი ლედი გასულ კვირას დელავერში, დოვერის საჰაერო ძალების ბაზაზე გაემგზავრნენ, სადაც დაღუპული ჯარისკაცები ჩამოასვენეს.
თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა აშშ-ის მთავრობა ქაბულში, ჰამიდ კარზაის აეროპორტიდან ამერიკელების, ავღანელებისა და მოკავშირებიის ევაკუაციის მისიას ახორციელებდა. თავდასხმიდან 5 დღეში, 31 აგვისტოს, ავღანეთში ამერიკის და მისი მოკავშირეების 20-წლიანი ომი ოფიციალურად დასრულდა.