მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიტყვით გამოვიდა
Your browser doesn’t support HTML5
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ გაამკაცრონ ბირთვული გაუვრცელებლობის რეგულაციები. ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჯერ ისევ არის დარჩენილი იმედი, რომ ირანი მოლაპარაკების პროცესში აქტიურად ჩაერთვება. მაგრამ მისი თქმით, თეირანმა მოლაპარაკება კეთილსინდისიერად უნდა აწარმოოს.
„როდესაც ირანის ლიდერები, ქვეყნის უმაღლესი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მზად იქნება შეხვედრისთვის, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ თუნდაც ორმხრივი მოლაპარაკებისთვის ირანთან. ეს საიდულმო არ არის, და ჩვენ გვინდა ჩვენმა პარტნიორებმა ამის შესახებ იცოდნენ. ეს წინადადება ჯერ ისევ ძალაშია. თუმცა, ვიდრე მოლაპარაკებებს დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ, თუ რაზე ვაწარმოებთ ამ დიალოგს. ჩვენ არ ვართ მზად მოლაპარაკება მხოლოდ სავარჯიშოს მსგავსად ჩავატაროთ.“
ირანი აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი და სამოქალაქო მიზნებისთვის აქვს. თეირანი ასევე უარს ამბობს ბირთვული პროგრამის ნაგებობების შესამოწმებლად ირანში საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებაზე.
სენატორი ჯონ მაკეინი აცხადებს, რომ ეს მოლაპარაკებები რომც შედგეს, მათ რეალური შედეგი არ ექნება, რადგანაც ირანს გადაწყვეტილი აქვს ბირთვული იარაღის გაკეთება.
„მე არ ვიცი, როდის შედგება შეხვედრა ამერიკასა და ირანს შორის. ეს შეკითხვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უნდა დაუსვათ. არ მგონია ვინმე ეწინააღმდეგებოდეს ამ შეხვედრას. მაგრამ ჩვენ წარსულიდან გაკვეთილები უნდა ვიცწავლოთ. მნიშვნელობა არ აქვს რაზე გავმართავთ მოლაპარაკებებს თუ ძირეული პრობლემა უცვლელი რჩება. და ამ შემთხვევაში ძირეულ პრობლმეას ირანის მიერ ბირთვული იარაღის ქონის სურვილი წარმოადგენს.“
გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს და გერმანიასა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს.
საბჭომ ირანის წინააღმდე უკვე რამდენიმეჯერ დააწესა ეკონომიკური სანქციები, რომლებიც ირანის ნავთობით ვაჭრობისა და საერთშორისო საფინანსო ოპერაციებში მონაწილეობას ზღუდავს.