აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, დიდ ბრიტანეტს აფრთხილებს, პატივი სცეს ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო შეთანხმებას.
“ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, ჩრდ. ირლანდიისთვის მშვიდობის მომტანი “დიდი პარასკევის შეთანხმება” ბრექსიტს შეეწიროს” - აცხადებს ბაიდენი და ამბობს, რომ ნებისმიერი სავაჭრო ხელშეკრულება, აშშ-სა და ბრიტანეთს შორის, წორედ ამ შეთანხმების გათვალისწინებით უნდა სრულდებოდეს.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ამტკიცებს, რომ ის “დიდი პარასკევის პაქტს” კი არ ემუქრება, არამედ იცავს. თუმცა,აქვს წინადადება ახალი კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ბრექსიტის იმ ნაწილიდან გადახვევას ითვალისწინებს, სადაც საქმე დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიას ეხება. ჯონსონის იდეა ითვალისწინებს ირლანდიასა და ბრიტანეთს შორის, ფიზიკური საბაჟო საზღვრის თავიდან არიდებას.
ასევე ნახეთ: „ტრამპის პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის გლობალური იმიჯი შეილახა“ – „პიუს“ კვლევაᲞრემიერი ჯონსონი, ევროკავშირს ბრიტანეთის დაყოფის მცდელობაში ადანაშაულებს.
ყოველი გასული დღე ამცირებს ბრიტანეთთან ახალი სავაჭრო გარიგების დადების შესაძლებლობას, განაცხადა ევროკავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა და გააფრთხილა ლონდონი, რომ "ძალიან ცოტა დრო რჩება" წლის ბოლომდე შეთანხმების დასადებად.