შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შტატების, ქალაქების, ამერიკის ტერიტორიების და სხვა ტიპის ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდებს, იმუნიზაციის წახალისების მიზნით, ახლადვაქცინირებულ თითოეულ ადამიანს ჯილდოდ $100 გადასცენ. ამის შესახებ სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა.
ხაზინა მიიჩნევს, რომ ამგვარი წახალისებისთვის, „ამერიკის გადარჩენის გეგმის“ აქტის შესაბამისად, თანხის გამოყოფა დასაშვებია. საუბარია 350 მილიარდ დოლარზე.
ასევე ნახეთ: რატომ სჭირდებათ აცრილებს ნიღაბი შენობაში - CDC„პრეზიდენტი მოუწოდებს ადგილობრივ მთავრობებს, უზრუნველყონ $100-ის გადახდა თითოეული ახლადაცრილი ამერიკელისთვის, როგორც დამატებითი სტუიმული ვაქცინაციის დონის ასამაღლებლად, საზოგადოების დასაცავად და სიცოცხლის გადასარჩენად“ - ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
მანამდე, კვირის დასაწყისში, ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლასიომ თქვა, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც 9 მილიონამდე მოსახლეობის მქონე ქალაქში ვაქცინის პირველი დოზით აიცრება, $100-ს მიიღებს.
პარალერულად, დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე, პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ ფედერალური მთავრობის სამოქალაქო თანამშრომლები უნდა აიცრნენ, ან რეგულარულად წარადგინონ კოვიდტესტის პასუხი. ცოტა ხნით ადრე გადაწყდა, რომ ყველა ფედერალურ შენობაში, იმუნიზაციის სტატუსის მიუხედავად, პირბადე აუცილებელია.
„ფედერალურ მთავრობაში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს სთხოვენ, დაადასტუროს ვაქცინაციის სტატუსი" - განაცხადა ხუთშაბათს, თეთრი სახლიდან პრეზიდენტმა ბაიდენმა. მისი თქმით, "ვინც ვაქცინაციის სტატუსს ვერ დაადასტურებს, ან არ იქნება აცრილი, ვალდებულია პირბადე ატაროს, იმის მიუხედავად, თუ სად მუშაობს, კვირაში ერთხელ ან ორჯერ აიღოს ტესტი იმის დასადგენად, ხომ არ აქვთ კოვიდი, დაიცვას სოციალური დისტანცია და ზოგადად, მათ არ ექნებათ უფლება, სამსახურეობრივი საქმისთვის იმოგზაურონ“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ასევე ნახეთ: "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის" ვაქცინების ერთად მიღება ანტისხეულების რაოდენობას ზრდისფედერალურ სამსახურში 4 მილიონამდე ამერიკელი მუშაობს. დასაქმებულთა პროფესიული კავშირები პრეზიდენტის განცხადებაზე ფრთხილად რეაგირებენ.
„ჩვენ მოველით, რომ სამუშაო პირობების ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაციაზე, მათ შორის კოვიდ-19-ის ვაქცინებთან და მასთან დაკავშირებული პროტოკოლების თაობაზე, სათანადო მსჯელობა გაიმართება, ვიდრე დამტკიცდება“ - აცხადებს ევერეტ კელი, აშშ-ის ფედერალური მთავრობის თანამშრომელთა პროფკავშირის ხელმძღვანელი. ეს პროფკავშირი 700 000 დასაქმებულს აერთიანებს.