კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, არჩეული და მოქმედი პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპპი, მადლიერების დღეს მოკრძალებულად, შინ აღნიშნავენ.
ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე, დღესასწაულს დელავერის სანაპირო ქალაქ რიჰობოტში, აგარაკზე ატრებენ. წყვილი მადლიერების დღეს, მხოლოდ ქალიშვილსა და სიძეს უნდა გამასპინძლებოდა.
წელს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ბაიდენების ათწლეულების ტრადიცია დაირღვა. როგორც წესი, ბაიდენების დიდი ოჯახი, მადლიერების დღის აღსანიშნად მასაჩუსეტსის კუნძულ ნანტუკეტზე მიემგზავრება. ოთშაბათს, არჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ეს საოჯახო ტრადიცია 40 წელია არსებობს. კიდევ ერთი გამონაკლისი მხოლოდ 2015 წელს იყო, როცა ბაიდენის ვაჟი, ბო ბაიდენი გარდაიცვალა.
„მე მახსოვს ის პირველი მადლიერების ღდღე, ცარიელი სკამი, სიჩუმე. ეს სუნთქვას გართმევს, ძალიან რთულია გაუმკლავდე. ასეთ დროს, ძალიან რთულია მადლიერი იყო“ - იხსენებს პრეზიდენტი 2015 წლის მადლიერების დღეს და ამ სიტყვებით, თანაგრძნობა კორონავირუსით გარდაცვლილ ამერიკელთა ოჯახის წევრებს გამოუცხადა.
Your browser doesn’t support HTML5
წლევანდელი მადლიერების დღე, შარშანდელისგან განსხვავდება მოქმედი პრეზიდენტისთვისაც. დონალდ ტრამპი, გასულს წელს, მოულოდნელად ავღანეთში გაემგზავრა და სადღესასწაულოდ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ივახშმა.
ტრამპს უყვარს, როცა დღესასწაულს ფლორიდაში, საკუთარ აგარაკზე ატარებს, თუმცა წელს ის თეთრ სახლში დარჩა. ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, რომლმაც ამერიკელებს დღესასწაულის ფრთხილად, პირბადეებით და სოციალური დისტანციის დაცვით აღნიშვნისკენ მოუწოდა, დონალდ ტრამპმა ამერიკელებს შეკრებისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ: მელანია ტრამპმა თეთრ სახლში საშობაო ნაძვის ხე მიიღო„ვურჩევ ყველა ამერიკელს, შეიკრიბნონ სახლებსა და სალოცავებში, რათა მადლობა შევწიროთ ღმერთს“ - ნათქვამია პრეზიდენტიის მადლიერების დღის მიმართვაში.
ჯანდაცვის ზომების იგნორირება
მოქმედი პრეზიდენტი ტრამპი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მოწოდებებს ხშირად უგულვებელჰყოფს და თეთრ სახლში სტუმრებს მასპინძლობს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, პირბადეს არ ატარებენ. გასულ თვეში, პრეზიდენტი ტრამპი, კოვიდ-19-ით თავად იყო ინფიცირებული. ასევე, მსგავსი ღონისძიებების შემდეგ, ინფიცირებულნი იყვნენ პირველი ლედი, მელანია ტრამპი და რამდენიმე კონგრესმენი.
მიუხედავად იმისა, რომ წელს მადლიერების დღეზე, ჩვეულებრივზე ნაკლები ამერიკელი იმოგზაურებს, მილიონობით ამერიკელი კვლავ არ არსრულებს შინ დარჩენის შესახებ რეკომენდაციებს. ჯანდაცვის ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები, ამერიკელებს ურჩევდნენ, თავი შეეკავებინათ ხალხმრავალი შეკრებებისგან და მოგზაურობისგან.
ასევე ნახეთ: უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნები რესპუბლიკურ პარტიას მოქმედებისკენ მოუწოდებენმხოლოდ სამშაბათს, აშშ-ში კორონავირუსით 2 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა - პირველად, მაისის სემდეგ. ასევე, ოთხშაბათს ჰოსპიტალიზაციის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - 89 000.
არჩეული პრეზიდენტი პირობას დებს, რომ მისი პრიორიტეტი ვირუსთან ბრძოლა იქნება. უკვე ცნობილია ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრები. უახლოეს დღეებში, არჩეული პრეზიდენტი კვლავ წარადგენს მისი გუნდის, მათ შორის, ეკონომიკური გუნდის წევრებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი პრეზიდენტი კვავავ აგრძელებს არჩევნების გაყალბების შესახებ, დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებას, ხელისუფლების გადაბარების პროცესი უკვე დაწყებულია.