აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, კოვიდ-19 დაუდატურდა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთღი სახლი ავრცელებს. კარინ ჟან პიერის, თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, პრეზიდენტს „მსუბუქი სიმპტომები აქვს და პაქსლოვიდს იღებს.“ მისივე თქმით, ჯო ბაიდენი სრულად ვაქცინირებულია და ვაქცინის ორი ბუსტერ დოზა აქვს მიღებული.
ჟან პიერის თქმით, პრეზიდენტი „თეთრ სახლში იქნება იზოლირებული და ამ ხნის განმავლობაში, თავის მოვალეობებს სრულად შეასრულებს.“
„ის დღეს დილით, ტელეფონით დაუკავშირდა თეთრი სახლის თანამშრომლებს და მონაწილეობას მიიღებს დაგეგმილ შეხვედრებში, ტელეფონისა და „ზუმის“ საშუალებით“ - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა.
თეთრი სახლი განმარტავს, რომ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, გასულ დღეებში პრეზიდენტთან მჭოდრო კონტაქში მყოფ ყველა ადამიანს, მათ შორის კონგრესმენებსა და ჟურნალისტებს, ინფიცირების შესახებ თეთრი სახლის სამედიცინო განყოფილება აცნობებს.