ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს საზეიმოდ მოაწერა ხელი კანონპროექტს, რომელმაც კანონის ძალა შეიძინა. მის საფუძველზე, შეერთებული შტატების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოიყოფა. ხელმოწერის საზეიმო ცერემონია თეთრი სახლის ეზოში გაიმართა და მას ორივე პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ასევე ნახეთ: ბაიდენი ხელს მოაწერს ტრილიონი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურის კანონპროექტსპრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, ინფრასტრუქტურის კანონი დააფინანსებს ამერიკის გზების, ხიდების, თუ პორტების გაუმჯობესებას და ამერიკელთა ცხოვრებას "უკეთესობისკენ შეცვლის".
ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად შექმნილი კანონის გატანა კონგრესში შედარებით იოლი იყო, მაგრამ წინ ბაიდენის კიდევ ერთი კანონპროექტის განხილვის პროცესი აქვს, რომელსაც გაცილებით მეტი წინაღობა ელის. ეს არის უფრო ფართო, $1.85 ტრილიონი დოლარის მოცულობის სოციალური დახმარების პაკეტი.
თეთრ სახლს იმედი აქვს, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კანონით ბაიდენის პოპულარობა ისევ გაიზრდება. პრეზიდენტის რეიტინგები მნიშვნელოვნად დააზარალა პანდემიის გამო ეკონომიკური ზრდის შენელებამ და ინფლაციის ზრდამ.