პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომლის საფძველზე, პოლიციელებს, რომლებიც იანვრის თავდასხმის დროს კაპიტოლიუმს იცავდნენ, მედლები გადაეცათ. თეთრი სახლის ვარდების ბარში გამართულ ცერემონიაზე, პრეზიდენტმა სამართალდამცავებს მადლობა გადაუხადა „ტრაგიკულ საათებში“ კონგრესის წევრების სიცოცხლის გადასარჩენად გამოჩენილი სიმამაცისთვის.
ვარდების ბაღში გამართულ ცერემონიას, კონგრესის წევრებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ 6 იანვრის მოვლენების დროს დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები.
ასევე ნახეთ: ღირსების მედლები პოლიციელებს, რომლებიც 6 იანვარს კაპიტოლიუმს იცავდნენ
კაპიტოლიუმზე პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერების თავდასხმის დროს უამრავი სამართალდამცავი დაშავდა, ზოგიერთი მათგანი სასტიკად სცემეს. 46-ე პრეზიდენტის მხარდამჭერები, არჩევნების გაყალბების შესახებ მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს იმეორებდნენ და ცდილობდნენ, არჩევნების შედეგების სერტიფიცირების კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცესი ჩაეშალათ.
„ეს იყო ძალადობრივი მცდელობა, შეეცვალათ ამერიკელი ხალხის ნება. მცდელობა, მოეპოვებინათ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად, შეეცვალათ კენჭისყრა ძალმომრეობით. დემოკრატიის გარეშე არაფერია შესაძლებელი, - დემოკრატიით ყველაფერი შესაძლებელია“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
სამართალდამცავების ღირსების მედლებით დაჯილდოების გადაწყვეტილება, სენატმა 4 აგვისტოს, კენჭისყრის გზით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიიღო. ოთხი მედალი წარმოდგენილი იქნება კაპიტოლიუმის პოლიციის სათაო ოფისში, ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტში, თავად კაპიტოლიუმსა და სმითსონის ინსტიტუტში.