თეთრი სახლი ვაქცინების გლობალური გაზიარების შესახებ სტრატეგიას აქვეყნებს. ოფიციალურ განცხადებაში, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამერიკისგან ვაქცინებს მიიღებს, საქართველოცაა მოხსენიებული.
„დაახლოებით 6 მილიონი დოზა ვაქცინა იქნება გათვლილი რეგიონული პრიორიტეტების გათვალისწინებით და პარტნიორ მიმღებებზე, მათ შორის არიან მექსიკა, კანადა, კორეის რესპუბლიკა, დასავლეთ სანაპირო და ღაზა, უკრაინა, კოსოვო, ჰაიტი, საქართველო, ეგვიპტე, იორდანია, ინდოეთი, ერაყი და იემენი. ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლები, ვინც პანდემიის წინა ხაზზე იბრძვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
დღეს ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა 80 მილიონი დოზა ვაქცინის გლობალურად გაზიარების გეგმა და ის პრიორიტეტები, რომლის მიხედვით, პირველი 25 მილიონი დოზა განაწილდება. ვაქცინების გაზიარებას ამერიკა ივნისის დასასრულდან დაიწყებს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ მსოფლიოსთვის ვაქცინის არსენალი იქნება. ამისთვის, შეერთებული შტატები, “კოვაქს“ პლატფორმის დახმარების მიღმა, რამდენიმე დამატებით ზომას მიიღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად რა რაოდენობის, რომელ ვაქცინას და როდის მიიღებენ ცალკეული ქვეყნები, მათ შორის საქართველო.