მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი დღეს არა ბილ გეიტსი, არამედ ჯეფ ბეზოსია. ფინანსური ახალი ამბების წყარო "ბლუმბერგი", გასული წლის შედეგების გაანალიზების შემდეგ იუწყება, რომ ონლაინ-გაყიდვების გიგანტის "ამაზონის" მფლობელის ჯეფ ბეზოსის ქონებამ უკვე 105 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ბილ გეიტსი, "მაიკროსოფტის" დამაარსებელი მას, დაახლოებით, 15 მილიარდით ჩამორჩება. თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს არ მოხდებოდა, მილიარდერი ფილანტროპი ქველმოქმედებაში რეკორდულ თანხებს, როგორც ნაღდ ფულს, ასევე კომპანიის აქციებს რომ არ ხარჯავდეს.
"ბლუმბერგის" ანგარიშით, გეიტსმა ქველმოქმედებას საკუთარი სახსრებიდან 36 მილიარდი დოლარი მოახმარა. ასე რომ არ მოქცეულიყო, ის დღეს 150 მილიარდით კვლავ მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი იქნებოდა.