სანდერსი: კლინტონს „ცოტა ზედმეტი მოსდის“

დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი ბერნი სანდერსი კონკურენტ ჰილარი კლინტონზე ამბობს, რომ მას „ცოტა ზედმეტი მოსდის“ და მოვლენებს წინ უსწრებს, როცა საკუთარ თავს პარტიის ნომინანტად მიიჩნევს. კვირას ტელეკომპანია „ეი-ბი-სისთან“ ინტერვიუში ვერმონტის სენატორმა განაცხადა, რომ დარჩენილ 9 პრაიმერზე „ძალიან კარგ“ შედეგებს ელოდება.

მომდევნო პრაიმერი კალიფორნიის შტატში ორ კვირაში გაიმართება, სადაც სასწორზე დელეგატთა ძალიან დიდი რაოდენობა, 546 ხმაა. „თუ ჩვენ ნომინაციას მოვიგებთ, პირობას გაძლევთ, რომ ტრამპი პრეზიდენტი არ გახდება“ - უთხრა სანდერსმა კალიფორნიელ ამომრჩევლებს. ჰილარი კლინტონი სანდერსს 760 ხმით უსწრებს. გამარჯვებისთვის ვერმონტის სენატორმა დარჩენილი ხმების 90 პროცენტი უნდა მოიპოვოს.