დემოკრატები კონვენციისთვის ემზადებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის მებრძოლმა ბერნი სანდერსმა ერთი წლის მანძილზე შეძლო, რომ დემოკრატიული პარტიისთვის დიდი კვალი დაეტყო. ის თავიდან ჰილარი კლინტონს 40 პროცენტით ჩამორჩებოდა, მაგრამ დემოკრატთა კონვენციის წინ ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნით ადრე, მას ჯერ კიდევ აქვს ნომინაციის მოპოვების შანსი.

დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა ორშაბათს განცხადება პლატფორმის კომიტეტი შეარჩია. მასში სანდერსის 5 წარმომადგენელი იქნება, ჰილარი კლინტონის - 6 და კომიტეტის თავმჯდომარის დები შულცის 4 წარმომადგენელი. ვერმონტის სენატორს, რომელიც თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს, განსაკუთრებით ბევრი მხარდამჭერი ამერიკელ ახალგაზრდებს შორის ყავს.