სენატორი ბერნი სანდერსი ბოდიშს იხდის

ამერიკელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა, რომელმაც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ბოდიში მოუხადა მის კამპანიაში დასაქმებულ ქალებს. რამდენიმე ქალმა განაცხადა, რომ კამპანიისას სექსუალური შევიწროების სამიზნეები გახდნენ და მათ მამაკაც კოლეგებზე ნაკლებს უხდიდნენ.

ბრალდებები მიმდინარე კვირას გაჟღერდა. გავრცელებული ინფორმაციით, სანდერსი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

"მე რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი ნებისმიერ ქალს, რომელიც ფიქრობს, რომ არასათანადოდ მოექცნენ. თუ კიდევ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, უკეთ მოვიქცევით",- უთხრა სანდერსმა CNN-ის მაყურებელს გუშინ.