სილვიო ბერლუსკონის პროფილი

სილვიო ბერლუსკონის პროფილი

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შესახებ მედიაში გაკეთებული განცხადებები სიახლეს არ წარმოადგენს. 75 წლის ბერლუსკონი საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ქვეშ კვლავ რჩება.

ბერლუსკონი, იტალიაში ერთ-ერთ უმდიდრესი ადამიანია, რომელიც მილანში, 1936 წლის 29 სექტემბერს დაიბადა. მან საკუთარ შემოსავალზე ზრუნვა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, გემზე, ღამის კლუბებში სიმღერით დაიწყო. მიღებული გასამრჯელოთი იგი სწავლის ფულს იხდიდა.

1961 წელს იურიდული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ბერლუსკონიმ სამშენებლო ბიზნესში დაიწყო მოღვაწეობა. 10 წლის შემდეგ მან საკაბელო ტელევიზია სახელწოდებით - „ტელემილანო“ დაარსა, რომელმაც უდიდეს მედია მაგნატს - „მედიასეტს“ დაუდო საფუძველი. „მედიასეტი“ ბერლუსკონის „ფინინვესტ ჰოლდინგ“ კომპნაიის შემადგენელი ნაწილია.

1994 წელს ბერლუსკონიმ პოლიტიკაში გადაწყვიტა წასვლა. მან „ფორცა იტალიის პარტიის“ მეშვეობით პერმიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

მაგრამ ბატონი ბერლუსკონის პრემიერ-მინისტრობის მმართველობას ბზარი მალევე გაუჩნდა, როდესაც მას საგადასახადო თაღლითობა წაუყენეს ბრალად.

ბატონი ბერლუსკონის მთელი მისი 17 წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობა დაკავშირებული იყო კორუფციულ საქმიანობასთან და სექსუალური სკანდალთან, რასაც იტალიის სახელწმიფოს დიდი დავალიანებაც დაემტა.