იტალიის პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი გადადგომის მოთხოვნების პარალელურად მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
ხვალინდელი საპარლამენტო კენჭისყრის წინ, რომელმაც მისი ნდობის საკითხი უნდა გადაწყვტოს, მის კოალიციას თანდათან ტოვებენ მოკავშირეები რითაც ეჭვის ქვეშ დგება ბერლუსკონის მომხრეთა უმრავლესობის შენარჩეუნების საკითხი. ამ ფონზე, ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ პრემიერი ფინანსური კანონმდებლობის გატანას შეძლებს, რომელმაც ევროპის მონეტარული დახმარება უნდა უზრუნველყოს.
მითქმამოთქმამ, რომ ბერლუსკონი გადადგება, იტალიურ ბაზრებზე ვითარება გააუმჯობესა. ბერლუსკონიმ გადადგომის შესაძლებლობა უარყო.