ბელორუსში ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა

ბელორუსში ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა

ბელორუსში 6 თვის წინ გაყალბებულმა არჩევნებმა მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. მთავრობამ მაშინ ოპოზიცია სამაგალითოდ დასაჯა. გაყალბებული არჩევნებიდან 6 თვის თავზე, ბელორუსი ხალხი კვლავ ქუჩებში გამოვიდა, მაგრამ ამჯერად ისინი ეკონომიკურ კოლაფსს აპროტესტებენ.

დემონსტრაციაზე ყველაზე ხმამაღლა სამართალდამცავები აქტიურობენ, რომლებიც ხალხს დაშლისკენ მოუწოდებენ. დემონსტრანტები კი მშვიდად, სლოგანების წამოძახილის, პოლიტიკური წარწერის მქონე მაისურებისა და ტრანსპარანტების გარეშე ტროტუარზე სვლას ახორციელებენ. როგორც ჩანს არც მსგავსი სახით პროტესტის გამოხატვა მოსწონს ბელორუსის მთავრობას. ყოველკვირეულ პროტესტის აღმოსაფხვრელად მინსკის პოლიციამ რამდენიმე ადამინი დააკავა, მათ შორის რადიო თავისუფლების კორესპოდენტი ოლეგ გრუზდილოვიჩი. დაკავებები მოჰყვა პრეზიდენტ ლუკაშენკოს გამოსვლას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლებით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ მთავრობის წინააღმდეგ კიდევ ერთი მსგავსი აქცია გაიმართებოდა. 5 საათიანი პრესკონფერენციის დროს ლუკაშენკომ სოციალური ქსელები გააკრიტიკა და ინტერნეტის გათიშვით დაიმუქრა.

ადამინის უფლებების დამცველმა ჯგუფმა „ვესნამ“ განაცხადა, რომ ასობით ფეისბუკისა და ტვიტერის მომხმარებელი დაიკითხა უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში უშიშროების სამსახურის წარმომადგენელების მიერ., რომელსაც ბელორუსში კვლავ კგბ ჰქვია.

ისტორიული ფაქკულტეტის 22 წლის სტუდენეტი დიმიტრი აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლებზე მიწვევები ინტერნეტ სივრცეში სწრაფად გავრცელდა.

- ჩვენ ცვლილებები გვინდა აცხადებს დიმიტრი, ჩვენ გვინდა თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება.

ისევე, როგორც მრავალმა დემონსტრანტმა დიმიტრიმაც საკუთარი გვარის დასახელება არ ისურვა. მისი თქმით მისი კლასელი გასული დეკემბრის აქციებში მონაწიელობის გამო დააპატიმრეს. მშობლები კი სამსახურიდან დაითხოვეს. პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ კი ის პოლონეთში წავიდა სასწავლებლად.

დევალვაციის გამო დიმიტრის დედის ხელფასი თვეში 190 დოლარი გახდა, ახლა ის ემიგრაციაზეც ფიქრობს, სავარაუდოდ ნიუ ჯერსიში, სადაც მისი და და ბებია ცხოვრობენ.

იმისათვის რომ ქალაქის ცენტრში ბევრი ხალხი არ შეიკრიბოს მთავრობამ გააუქმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მეტროს გაჩერებები. მთავარ სკვერთან მისასვლელიც გადაკეტილია პოლიციის მიერ. მიუხედავად მიღებული ზომებისა, ჟურნალისტების თქმით, იმაზე მეტი ხალხი მოვიდა ვიდრე ერთი კვირის წინ.

ქალაქის ცენტრის სავალი ნაწილის გადაკეტვის მიუხედავდ, მძღოლები დემონსტრანტებთან მიახლოებისას მანქანის საყვრებით სოლიდარობას გამოხატავენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ილიუშინი აცხადებს რომ რამდენიმე ქუჩის გადაღმა ხალხი თავშეყრისთვის დააკავეს.

ბელორუსს ამჟამად იმდენი შესაძლებლობა აქვს, რომ მხოლოდ ორი თვის იმპორტი შეიტანოს ქვეყანაში, ექსპერტების აზრით ბელუროსის ეკონომიკური პრობლემები მალე იჩენს თავს.