ბელგიის პროკურატურა აცხადებს, რომ დღეს სამი ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს, რომლებიც 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით იყვნენ დაკავებული. ტერორისტული თავდასხმების შედეგად მაშინ 130 ადამიანი დაიღუპა.
ფედერალური პროკურატურა იუწყება, რომ გუშინ დაკავებული ადამიანებიდან ბრალი არც ერთისთვის არ წაუყენებიათ. ისინი პოლიციამ ბრიუსელში ერთ-ერთი რეიდის დროს დააკავა.
გუშინ ბელგიის პროკურატურამ ტერორიზმის ბრალდებით ორი მამაკაცი სმაილ ეფ-ი (F.) და იბრაჰიმ ეფ-ი (F.) დააკავა. მათ ბრიუსელში მარტში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი ძმები არიან.