პირველად, 10 მარტის შემდეგ, ბელგიაში 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
პანდემიის დასაწყისში, ბელგია საშუალო ზომის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი იყო, რომელიც ვირუსმა განსაკუთრებით აზარალა.
სხვა ბევრი ევროპული ქვეყნის მსგავსად, რომლებმაც მარტსა და აპრილში ვირუსის უმძიმესი შეტევა გადაიტანეს, ბელგიამ პანდემიის გამო, მკაცრი შეზღუდვები დააწესა, რომელიც ახლა უკვე შემსუბუქებულია.
ასევე ნახეთ: ჯანმო აცხადებს, რომ ბევრი ქვეყანა არასწორი გზით მიდის, ვითარება კი შეიძლება უფრო და უფრო გაუარესდესქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, გარდაცვალების ჯამური მაჩვენებელია 9 787. 11,5 მილიონიან ქვეყანაში, ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ყოველი მილიონი მოსახლიდან, 850 კორონავირუით გარდაიცვალა.
ჯამში, ინფიცირების რაოდენობამ 62 781 შეადგინა, მრუდე გასწორებულია, თუმცა წინა კვირსთან შედარებით, ინფიცირების შემთხვევები 11 პროცენტითაა გაზრდილი.
ხვალ, ბელგიის მთავრობა, პანდემიის გამო დაწესებული ზომების შემდგომ შემსუბუქებაზე იმსჯელებს. 10 ივლისიდან მაღაზიებში, კინოთეატრებსა და მუზეუმებში, ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა.
ასევე ნახეთ: პანდემიის რეკორდული მაჩვენებლები - ცვალებადი მონაცემები და საფრთხე, რომელიც არსად წასულაგასულ კვირაში, ოთხი თვის განმავლობაში პირველად, გარდაცვალება არ დადასტურებულა ნიუ-იორკშიც. შტატი, პანდემიის დაწყებიდან მალევე, კორონავირუსის ფაქტობრივ ეპიცენტრად იქცა.