ბელგიის პოლიცია ცდილობს, დაადგინოს სამშაბათს პოლიციელზე დანით განხორციელებული თავდასხმის მოტივი.
თავდამსხმელი, რომელსაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, საავადმყოფოში იმყოფება და კრიტიკულ მდგომარეობაშია. ის სამართალდამცავ ოფიცერს სამშაბათს, ბრიუსელის ისტორიულ უბანში დანით დაესხა თავს და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბელგიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გამოძიება ყველა სავარაუდო მოტივს იძიებს, მათ შორის, თავდამსხმელის კავშირს ექსტრემისტულ ჯგუფებთან. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ გამოჩენილა არანაირი ინდიკატორი, რომ ეჭვმიტანილი რომელიმე ტორორისტული ჯგუფის წევრია.