ბელარუსმა ოლიმპიურმა სპორტსმენმა კრისტინა ციმანუსკაიამ, ტოკიოში, პოლონეთის საელჩოს შეაფარა თავი. მან გასული ღამე ტოკიოს აეროპორტში გაატარა, სადაც ბელარუსის ოფიციალური პირები ცდილობდნენ, მისი ასპარეზობის დროის შემოკლებას და იძულებით ბელარუსში დაბრუნებას.
24 წლის ათლეტი, დიდი ალბათობით, სწორედ პოლონეთს მოთხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს იმ მოტივით, რომ მას სამშობლოში დაბრუნებისას დაპატიმრების ეშინია.
სიტუაციის მოსაგვარებლად მუშაობენ როგორც გაეროს უმაღლესი კომისარი დევნილების საკითხში, ისე, საერთაშორიოს ოლიმპიური კომიტეტი.
ასევე ნახეთ: "პატივია" ბელარუსის ოპოზიციის ლიდერთან შეხვედრა - ჯო ბაიდენიციმანუკსაიამ საჯაროდ გააკრიტიკა ბელარუსის გუნდის ქმედებები ოლიმპიადაზე, რის შემდეგაც, როგორც თავად ამბობს, ბელარუსის ოფიციალური პირები მას ემუქრებოდნენ.
პარალელურად, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ სპორტსმენის მეუღლე, არსენი ჟდანევიჩი უკრაინაში ჩავიდა.
"ნამდვილად, ეს ადამიანი უკრაინაშია", - აცხადებს წყარო, რომლის ვინაობასაც სააგენტო არ ასახელებს. მედიის წარმომადგენლები ჟდანევიჩს ვერ დაუკავშირდნენ.
მას შემდეგ, რაც ბელარუსი სპორტსმენის ამბავი გავრცელდა, მას რამდენიმე ქვეყანამ შესთავაზა დახმარება, მათ შორის, თავშესაფარიც. დახმარებისთვის მზად არიან საფრანგეთი, პოლონეთი და ჩეხეთი.