„ჯერჯერობით რთულია თქმა, როგორ გაართმევს ბელარუსი თავს მძიმე პოლიტიკურ კრიზისს, მაგრამ სრულიად ნათლად შეიძლება ითქვას, რომ ძველებურად აღარაფერი იქნება.“
არტიომ შრაიბმანი, "კარნეგის ფონდის" მოსკოვის ცენტრი
რეგიონის ექსპერტები, ბელარუსში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას, ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მსგავსი სამოქალაქო პროტესტი ქვეყნისთვის აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი იყო. თუმცა, არავის უკვირს პრეზიდენტ ლუკაშენკოს ქმედებები. „კარნეგის ფონდის“ მოსკოვის ცენტრი წერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგბის გაყალება ბელარუსისთვის ჩვეული მოვლენაა, მასზე საზოგადოების ამჟამინდელი პასუხი კი სრულიად ახალი - უჩვეულო.
ბელარუსი ხალხი ქვეყნის 30 ქალაქში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგბს აპროტესტებს. დემონსტრანტებს სჯერათ, რომ შედეგები გაყალბებულია. პროტესტის გამოხატვა კი მათ მძიმე ფასად უჯდებათ. ათასობით ადამიანი დაკავებულია და ასობით დაშავებული. არის მსხვერპლიც.
ასევე ნახეთ: სანქციები და მხარდაჭერა ბელარუს ხალხს - ევროპა მოქმედებაზე გადადის„კარნეგის ფონდის“ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის შემოდგომა დადგა. პოლიტიკურ კომენტატორ არტიომ შრაიბმანს მიაჩნია, რომ არ არსებობს ხიდი, რომელიც ბელარუსის ხელისუფლებასა და მოსახლეობის უმეტესობას შორის არსებულ უფსკრულზე გაიდება.
ანალიტიკოსები მსჯელობენ რა შეიძლებოდა გამხდარიყო ბელარუს ხალხში გამოვლენილი აშკარა ცვლილების მიზეზი, კერძოდ კი ის, რომ მათ ხელისუფლების ქმედებების მწვავე ფორმით გაპროტესტება დიწყეს. გარდა იმისა, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილება წლების განმავლობაში გროვდებოდა და იზრდებოდა.
Your browser doesn’t support HTML5
ექსპერტები სამოქალაქო საზოგადოების მსგავს გააქტიურებას ლუკაშენკოს ბოლოდროინდელ ქმედებებსაც უკავშირებენ, მათ შორის, მის პასუხს ახალი კორონავირუსის პანდემიაზე. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ლუკაშენკო პანდემიის მიმართ პასიურად მოქმედებდა, მის შედეგებს კი გულგრილად უდგებოდა, ან სრულებით უგულვებელყოფდა. ამან აქტიურობისკენ აპოლიტიკურ მოქალაქეებს უბიძგა. ალტერნატიული, ოპოზიციური ძალის გამოჩენამ, მოსახლეობას ცვლილებების იმედი ჩაუსახა.
შრაიბმანი პროტესტის მომწიფების მნიშვნელოვან ფაქტორად წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც წარმოაჩენს. ეს ოპონენტების პოლიტიკური და სამართლებრივი დევნა და წინასაარჩევნი პროცედურებში უხეში დარღვევებია. არჩევნების წინ, ხალხმა მასობროვად დაიწყო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებად დარეგისტრირება, თუმცა შემთხვევების უმრავლესობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ამაზე ადამიანები უარს იღებდნენ. საარჩევნო კომისიები საჯარო მოხელეებით დაკომპლექტდა. საარჩევნო უბნებზე, პანდემიის საბაბით, დაკვირვების საშუალებას არ აძლევდნენ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს და კენჭისყრის მიმდინარეობისას ათეულობით მათგანი დააპატიმრეს კიდეც.
ასევე ნახეთ: ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი ახალ აქციებს აანონსებს და ხმების გადათვლას ითხოვსანალიტიკოსები მძლავრი პროტესტის ტალღის აგორების მთავარ მაპროვოცირებელ მიზეზად პანდემიის წინააღმდეგ გამოჩენილ უუნარობასთან ერთად, სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში გატარებულ პოლიტიკურ რეპრესიებს მიიჩნევენ. ამ ყველაფერმა პროტესტი გარდაუვალი გახადა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლუკაშენკო ტრადიციული 80%-ის ნაცვლად, მაგალითად, 60%-ს „დაიწერდა“.
მკვლევარები, ამ მწვავე საზოგადოებრივი პროტესტის გამოვლენად განიხილავენ იმასაც, რომ მკაცრი პოლიტიკური კონტროლის მიუხედავად, საარჩევნო კომისიების მცირე ნაწილმა მაინც, ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას ზოგიერთ უბანზე გამარჯვება აღიარა.
მკვლევარები ამბობენ, რომ ხელისუფლების ქედებებმა, მათ შორის, ინტერნეტის გათიშვამ, მინსკის ცენტრალური ქუჩების ბლოკირებამ, ბელარუსში, უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციიის სცენარის განმეორება შეუძლებელი გახადა. შრაიბმანი ამბობს, რომ ის რაც ახლა ბელარუსის ქალაქებში ხდება, უფრო გაბრაზებული ადამიანების პროტესტია, ვიდრე რეჟიმის შეცვლის მცდელობა.
მოვლენები, შესაძლოა რამდენიმე განსხვავებული მიმართულებით განვითარდეს. არსებობს უკრაინის მაიდნის მოდელი - ის, რასაც ახლა ლუკაშენკო აკეთებს, პროსტესტის ჩასახშობად, ძალის გამოყენებით. ვფიქრობ, მოვლენების განვითარებას მნიშვნელოვნად განსზაღვრავს მსოფლიოს რეაქცია, არჩევნების მიმართ - როგორი იქნება საბოლოოდ მისი შეფასება.კენეტ იალოვიცი, დიპლომატი
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, მოვლენების უკრაინული მოდელით განვითარებას არ გამორიცხავს ბელარუსსა და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი. ის ამბობს, რომ მოვლენები, შესაძლოა, რამდენიმე განსხვავებული მიმართულებით განვითარდეს და ბევრი რამ მეტწილად, დასავლეთის პასუხზე იქნება დამოკიდებული.
„მოვლენები, შესაძლოა რამდენიმე განსხვავებული მიმართულებით განვითარდეს. არსებობს უკრაინის მაიდნის მოდელი - ის, რასაც ახლა ლუკაშენკო აკეთებს პროსტესტის ჩასახშობად ძალის გამოყენებით. ვფიქრობ, მოვლენების განვითარებას მნიშვნელოვნად განსზაღვრავს მსოფლიოს რეაქცია არჩევნების მიმართ - როგორი იქნება საბოლოოდ მისი შეფასება. ვლადიმირ პუტინმა ლუკაშენკოს მალევე მიულოცა და ეს ნათელს ხდის რუსეთის პოზიციას. მას კვლავ სურს ლუკაშენკო [პრეზიდენტად დარჩეს]. დასავლეთი კი მიმდინარე მოვლენებს უარყოფითად აფასებს, გმობს ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ და პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას. მაგრამ, არ ვფიქრობ, რომ დასავლეთის რეაქცია ისეთივე იქნება, როგორიც მაგალითად ვენესუალას შემთხვევაში იყო. უკრაინაში ჩვენ ვიხილეთ მაიდანი, რევოლუცია, ბელარუსისთვის კი მსგავსი მასობრივი დემონსტრაციები რაღაც ახალია. ვფიქრობ, ლუკაშენკო ძალადობისა და დაშინების გზით ეცდება ხელისუფლებაში დარჩეს,“ - აცხადებს ყოფილი ელჩი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.
„კარნეგის ფონდის“ მოსკოვის ცენტრის პოლიტიკური კომენტატორიც მიიჩნევს, რომ პერსონებზე დაფუძნებული ავტორიტარული რეჟმები, როგორიც ბელარუსშია, სისხლისღვრის გარეშე არ ნებდებიან. რეჟიმის წინააღმდეგ, არ არსებობს მძლავრი პოლიტიკური ოპოზიციური ერთობაც. ის ფიქრობს, რომ ბელარუსში აგორებულ საპტროტესტო ტალღასთან ოპოზიციის ლიდერებს ნაკლები კავშირი აქვთ. საპროტესტო გამოსვლებს დახმარებას, ძირითადად, ოპოზიციური ტელეკომპანიების წარმომადგენლები უწევდნენ, დემონსტრანტების კი ერთმანეთთან კომუნიკაციას, მაგალითად, შეკრების ადგილისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ, აპლიკაცია „ტელეგრამით“ ახერხებენ.
ასევე ნახეთ: რუსეთი ბელარუსის პოლიტიკური კრიზისის გამოყენებას ცდილობსრეგიონის მკვლევარებს უჭირთ განსაზღვრონ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ლუკაშენკოს ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკო დასავლეთის სანქციებს გაურბის, ვერსად წაუვა იმ სამართლებრივ საქმეებს, რომლებიც ოპოზიციური აქტორების წინააღმდეგ მრავლადაა აღძრული და მათ ლოგიკური სამართლებრივი გაგრძელბა უნდა მოჰყვეს. ეს კი დასავლეთის მხრიდან პოლიტიკურ დევნად იქნება აღქმული, რამაც მკაცრი საქნციები, შესაძლოა, გარდაუვალი გახადოს.
ამ ყველაფრის ფონზე, "კარნეგის ფონდის“ მოსკოვის ცენტრის მკვლევარი ფიქრობს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმს მანევრირებისთვის იმაზე გაცილებით ნაკლები სივრცე დარჩა, ვიდრე ოდესმე ჰქონია. საზოგადოება გაბრაზებულია, ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, დასავლეთთან ურთოერთობები გაყინულია, რუსეთისგან მხარდაჭერის მისაღებად კი ბელარუსს სუვერენობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მოუწევს. ამიტომ, მკვლევარი მიიჩნევს, რომ ახლა ლუკაშენკოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფულია, რადგან ფულით შუძლია დრო იყიდოს. დრო კი ახლა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ჩანს, რეჟიმს შემოდგომა კვე უდგას.