რეზინის ტყვიების ნაცვლად ნამდვილი - ლუკაშენკოს პოლიცია ხალხის პირისპირ

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. დღეს გასული კვირების მსგავსად, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

Your browser doesn’t support HTML5

პოლიცია ცეცხლსასროლი იარაღით მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს წინააღმდეგ

მინსკში აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონმა გადაადგილების საშუალება აღარ მისცა. ათასობით მშვიდობიანი მომიტინგის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სპეცრაზმელები იდგნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლაც განახორციელა, შემდეგ კი სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.

ასევე ნახეთ: მოსკოვის გათვლები ბელარუსში

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბრიდან ბელარუსში ოპოზიციის გადაწყვეტილებით მასშტაბური გაფიცვები და დაუმორჩილებლობა დაიწყო. ბოლო 12 კვირის განმავლობაში კი ქვეყანაში ყოველ შაბათ-კვირას დედაქალაქში ათობით ათასი ადამიანი იკრიბება. ისინი მოითხოვენ პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომას და ვადამდელ საპროტესტო არჩევნებს.