ბელარუსში პროკურატურამ ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ოპოზიციის ლიდერის სვიატლანა ციხანოუსკაიას წინააღმდეგ. ეს ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური ჯგუფების წინააღმდეგ, ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმეთვიანი საპროტესტო ტალღის ფონზე.
ციხანოუსკაიას, რომელმაც აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და ამის მიზეზად ზეწოლა და მუქარა დაასახელა, ამ დრომდე აღძრულ საქმეზე კომენტარი არ გაუკეთებია.
საქმის აღძვრის შესახებ განცხადება გენერალურმა პროკურორმა ანდრეი შვედმა გააკეთა. განცხადებაში, შვედმა თქვა, რომ ციხანოუსკაია და სხვები მინსკსა და სხვა ქალაქებში აფეთქებებსა და ცეცხლის გაჩენას გეგმავდნენ.
ასევე ნახეთ: ბელარუსი ქალების ბრძოლა დემოკრატიისთვისგანცხადებაში სხვა დეტალები არაა ნახსენები. თუმცა, ის მინსკში და ახლოს მდებარე ქალაქ ბარისაუში ერთი პირის დაკავებას მოჰყვა, ასაფეთქებლების დამონტაჟების ბრლადებით.
ბელარუსში 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები და ოპოზიცია ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვს. სამართალდამცავებმა აქციების 33,000 მონაწილეზე მეტი დააკავეს. ბევრ მათგანი სცემეს და აწამეს