ევროპის კავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ახალ ქმედებებს განიხილავს, რათა გზა მოუჭრას მინსკს, რომელიც ცდილობს სანქციების თავიდან არიდებას. ბრიუსელის განცხადებით, ისინი ასევე განიხილავენ დამატებით სანქციებს, თუ მინსკი უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობას მიღებს.
თავდაპირველი სანქციები ბრიუსელმა მინსკს მას შემდეგ დაუწესა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ძალის გამოყენებით დაარბია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი გამოსვლები და გაზარდა ზეწოლა კრიტიკულად განწყობილ ინდივიდებსა და ორგანიზაციებზე.
ასევე ნახეთ: ლავროვი: ბელარუსში წვრთნები 20 თებერვალს დასრულდებაევროკავშირმა აკრძალა ბელარუსის მიერ კალიუმისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი, თუმცა ბრიუსელის თქმით, მინსკი მის ექსპორტს გაერთიანებაში უკრაინის გავლით აგრძელებს.
აღნიშნულ საკითხს, ოფიციალური პირების განცხადებით, ორშაბათს ევროკავშირის შეხვედრაზე განიხილავენ, თუმცა ბელარუსის საკითხი ამ დროისთვის განრიგში არ არის. ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს ამ გადაწვეტილებას ევროგაერთიანება.