ბელარუსში ტერორისტებს სიკვდილი მიუსაჯეს

ბელარუსში ტერორისტებს სიკვდილი მიუსაჯეს

ბელარუსის უმაღლესმა სასამართლომ აპრილში მინსკის მეტროში მოწყობილი აფეთქების გამო ორ პიროვნებას სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა.

ამ ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 200 დაიჭრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით დიმიტრი კონოვალოვი და ვლადისლავ კოვალოვი საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ საშიშ დამნაშავეებს წარმოადგენენ.

ეს 25 წლის ახალგაზრდები 11 აპრილის აფეთქებიდან სამი დღის შემდეგ დააპატიმრეს.

ადამიანის უფლებათა დამცავები ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს სასიკვდილო განაჩენის გაუქმებისკენ მოუწოდებენ, თუმცა ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სასჯელის უმაღლესი ზომა აღადგინეს.