"ბი-ბი-სის" (BBC) ცნობით, რუსი გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის საქმე დახურულია. ბრიტანული მაუწყებლის ინფორმაცია ეყრდნობა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვლადიმირ კოლოკოლცევის გამოსვლის აუდიოჩანაწერს, რომელიც გამოაქვეყნა რუსულმა რადიოსადგურმა. დღეიდან ჟურნალისტი შინაპატიმრობიდანაც გათავისუფლდება.
გამოცემა "მედუზის" გამომძიებელი ჟურნალისტი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციაში წაუყენეს, რაც რუსეთში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. გოლუნოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და აგვისტომდე შინაპატიმრობის ხელწერილით გაუშვეს. ჟურნალისტს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაც აკრძალული ჰქონდა.