პეშმერგას ძალებმა ერაყში მოსულთან ქალაქ ბაშიქას შეუტიეს

ერაყში ქურთი ძალები ქვეყნის უდიდეს, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ მოსულზე შეტევას აგრძელებენ. დღეს მათ იერიში მოსულის მახლობლად მდებარე ბაშიქას დასახლებაზე მიიტანეს, რომელსაც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს. ბაშიქა მოსულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 13 კილომეტრში მდებარეობს.

ქურთ პეშმერგას ძალებს ბაშიქა რამდენიმე კვირაა ალყაში ყავს მოქცეული. შეტევა კვირას საარტილერიო ცეცხლით და საჰაერო იერიშებით დაიწყო. ვარაუდობენ, რომ ბაშიქაში დაჯგუფების სულ ცოტა 100 მეომარი იმყოფება.