დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტმა მასუდ ბარზანიმ ერაყის ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მოუწოდა. ბადადმა, თავის მხრივ, რეფერენდუმი არაკონსტიტუციიურად გამოაცხადა.
რეფერენდუმს წინააღმდეგობა გამოუცხადა შეერთებულმა შტატებმაც. ხმის მიცემის დროს, ოფიციალური შედეგებით, უმრავლესობამ რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.
ამასთან, რეფერენდუმის შედეგებს სავალდებულო ძალა არ აქვს, თუმცა ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ერაყის მთავრობასთან მოლაპარაკების გააქტიურება დაიწყება.