ოთხშაბათს, გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს აშშ კანონმდებლები დაკითხავენ. იგი სენატში, იურიდიული კომიტეტის წევრებს შეხვდება და სავარაუდოდ მოუწევს სამშაბათს გვიან საღამოს „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხის გაცემა. გამოქვეყნებული მასალის თანახმად, გენპროკურორს სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი დაუკავშირდა და მოუწოდა, გამოაქვეყნოს ანგარიშის ის შეჯამება, რომელიც თავად გამომძიებელთა გუნდმა მოამზადა. ამავე ინფორმაციით, ბარმა, ამის ნაცვლად, ანგარიშის საკუტარი შეჯამება გამოაქვეყნა. ეს შეჯამება კი, მალერის აზრით, ამ ანგარიშისა და გამოძიების სრულ „კონტექსტს, ხასიათს და მნიშვნელობას“ ვერ ასახავდა.
გენერალურმა პროკურორმა რობერტ ბარმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპს არ გადაუდგამს არცერთი ისეთი ნაბიჯი, რომელმაც რობერტ მალერს გამოძიების პროცესში დოკუმენტებზე და მოწმეებზე წვდომა შეუზღუდა.