ოპოზიციის ლიდერის სასიკვდილო განაჩენის წინააღმდეგ მიმართულ სამდღიან მიტინგზე 40 ადამიანი დაიღუპა
ბანგლადეშში გამართულ ისლამისტური ოპოზიციის გამოსვლებზე ერთი ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები ოპოზიციის ლიდერისთვის გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს აპროტესტებდნენ. სამხედრო ტრიბუნალმა დელვარ ჰოსეინ საიდის ბრალეულობა 1971 წელს პაკისტანთან ომში ჩადენილი ისეთი მძიმე დანაშაულისთვის დაუმტკიცა, როგორიცაა მასობრივი მკვლელობები, სისასტიკე, გაუპატიურება და ასე შემდეგ.
საიდი რიგით უკვე მესამეა ჯამაათ ისლამის ოპოზიციური პარტიიდან, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. საიდის ადვოკატი განაჩენს უსამართლოს უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს. ისლამისტების მიერ გამართულ სამდღიან საპროტესტო აქციებზე სულ 40 ადამიანი დაიღუპა.