ირანმა ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკა გააძლიერა
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ირანის სულიერი ლიდერი და პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა. ამის მიზეზი კი ბოლო დროს თეირანის მხრიდან ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკის გაძლერება გახდა.
პარასკევს თეირანში გამართულ მიტინგზე, ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკისი და ისრაელის კვალი არ უნდა დარჩეს.
კვირის დასაწყისში კი ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელი ერთ დღეს არსებობას შეწყვეტს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ორივე ლიდერს მოუწოდა შეცვალონ რიტორიკა, რომელიც რეგიონში ძალადობის ესკალაციას უწყობს ხელს.